Accessibility links

ჰელსინკიში მუშაობას იწყებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრი


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ 2 ოქტომბერს ჰელსინკიში განაცხადა, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულად ეკიდება ჰიბრიდულ საფრთხეებს. ეს განცხადება მან გააკეთა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით. ფინეთის ინიციატივით შექმნილ ცენტრში თანამშრომლობენ ევროკავშირის 10 წევრი ქვეყანა, ნორვეგია და შეერთებული შტატები. ჰიბრიდულ საფრთხედ მიჩნეულია მოწინააღმდეგის მიერ სამხედრო ძალების, კრიმინალური ჯგუფების, კიბერთავდასხმების, მედიის და სხვა საშუალებების ერთდროულად, ან სხვადასხვა კომბინაციით გამოყენება სასურველი მიზნის მისაღწევად. ევროკავშირმა ბოლო თვეებში გაააქტიურა მუშაობა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. ევროკომისია გამოდის ევროპის კიბერუსაფრთხოების ახალი, გაძლიერებული სააგენტოს შექმნის წინადადებით. მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის ორგანიზაცია „სტარტკომ აღმოსავლეთის“ გუნდმა, რომელიც რუსეთიდან დეზინფორმაციის საკითხებზე მუშაობს, ორ წელიწადში გამოავლინა დეზინფორმაციის გავრცელების 3000-ზე მეტი შემთხვევა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG