Accessibility links

რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი ყირიმელი თათარი


ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული, ექსტრემიზმში ეჭვმიტანით დააკავეს ოთხი ყირიმელი თათარი, რასაც აქტივისტები და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება მიიჩნევენ ამ მუსლიმური თემის დისკრიმინაციისაკენ მიმართული კამპანიის გაგრძელებად. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ყირიმში დაკავებულ იქნა ჯგუფ „თაბლიგი ჯამაათის“ - რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის - რამდენიმე წევრი. უშიშროების სამსახურს არ დაუსახელებია დაკავებულთა ვინაობა, მაგრამ გამოაცხადა, რომ მათ წაუყენებენ „ექსტრემისტული აქტივობის“ ორგანიზების ბრალდებას. ადვოკატმა ედემ სემედლიაევმა რადიო თავისუფლებს უთხრა, რომ პოლიციამ და უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ყირიმში 2 ოქტომბერს გაჩხრიკეს რენატ სულეიმანოვის, ტალიატ აბდურახმანოვის, არსენ კუბედინოვისა და სთირან მუსტაფაევის ბინები, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარიანა ბეცამ დაგმო რუსეთის მოქმედება. ყირიმელი თათრების უმრავლესობა ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ უკრაინისაგან ყირიმის ანექსიას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG