Accessibility links

დამასკში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რამდენიმე აფეთქების შედეგად


სირიელი აქტივისტების ცნობით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა დამასკის ცენტრში მოწყობილი აფეთქებების შედეგად. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ავრცელებს ცნობას, რომ ჯერ დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა პოლიციის განყოფილების მახლობლად, შემდეგ კი თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ამ აფეთქებების შესახებ იუწყება სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროც. მისი ცნობით, დაღუპულებს შორის არიან სამოქალაქო პირები და პოლიციელები. სამინისტრო არაფერს ამბობს მსხვერპლის რიცხვზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. სირიაში ექვსი წელია გრძელდება სამოქალაქო ომი, რომელმაც 330 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ლტოლვილებად აქცია 5 მილიონზე მეტი ადამიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG