Accessibility links

ტრამპი გმობს ლას-ვეგასის თავდასხმას, როგორც „ნამდვილი ბოროტების აქტს“


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმა, რომელმაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თეთრ სახლში გაკეთებული განცხადებით, ტრამპმა მომხდარს უწოდა „ნამდვილი ბოროტების აქტი“. ლას-ვეგასის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილად ასახელებს 64 წლის სტივენ პედოკს - თეთრკანიან მამაკაცს, რომელიც ლას-ვეგასში ცხოვრობდა. 1 ოქტომბრის გვიან საღამოს მან სასტუმრო „მანდალეი ბეის“ 32-ე სართულიდან ავტომატური შაშხანით გახსნა ცეცხლი, მოკლა ღია ცის ქვეშ, მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილი, სულ ცოტა, 58 ადამიანი და დაჭრა 400-ზე მეტი კაცი, რაც არის აშშ-ის ისტორიაში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმით გამოწვეული ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი. ოფიციალური პირების ცნობით, ეჭვმიტანილი რამდენიმე წუთი ისროდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა, როცა პოლიციელები აპირებდნენ ოთახში შეჭრას. დონალდ ტრამპმა შეაქო პოლიციელები, მათი სწრაფად რეაგირება. პრეზიდენტმა გასცა აგრეთვე ბრძანებულება, გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშების დაშვების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG