Accessibility links

59-მდე გაიზარდა ლას-ვეგასში, თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა


59-მდე გაიზარდა აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში, 1 ოქტომბერს, ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. დაჭრილია 527 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, 64 წლის ლას-ვეგასელმა, სტივენ პედოკმა სასტუმრო „მანდალეი ბეის“ 32-ე სართულიდან ავტომატური შაშხანით დაცხრილა ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონცერტის მაყურებლები და სასტუმროს ნომრის შტურმით აღებამდე თავი მოიკლა. ლას-ვეგასის პოლიციის შერიფის, ჯოზეფ ლომბარდოს განცხადებით, ეჭვმიტანილის სახლში აღმოჩენილია 18 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ათასობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ.“ ამასთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ დასტურდება პედოკის კავშირი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG