Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისიის მიერ დადგენილმა შეზღუდვამ ჟურნალისტების პროტესტი გამოიწვია


Georgia -- Ergneti 03.10.2017
Georgia -- Ergneti 03.10.2017

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 81-ე შეხვედრა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, დღეს ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ადგილზე დახვდათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით დაწესებული სპეციალური ზონა და იქ თავისუფლად შესვლა აეკრძალათ. კერძოდ, კარვიდან, სადაც შეხვედრები მიმდინარეობს, რამდენიმე მეტრში გავლებულია ხაზი. მისი გადაკვეთა ჟურნალისტებს შეუძლიათ მხოლოდ 15 წუთით, რათა ვიდეო და ფოტომასალა გადაიღონ. ასეთივე წესი ამოქმედდა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. დღემდე ჟურნალისტებს კარვის სიახლოვეს თავისუფლად გადაადგილების უფლება ჰქონდათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ახალი წესები შეხვედრის მონაწილეთა საუბრების კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობით ახსნა. ახალი წესის გამო, მედიის წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG