Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 20-20 დღით პატიმრობა შეუფარდეს ნავალნისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს


რუსეთში 20-20 დღით პატიმრობა შეუფარდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლეონიდ ვოლკოვს. ორივე დამნაშავედ ცნეს უსანქციო „საჯარო ღონისძიებებში“ მონაწილეობისაკენ "მრავალჯერ მოწოდებაში". ისინი დააკავეს 29 სექტემბერს ნიჟნი ნოვგოროდში დაგეგმილი აქციის დაწყებამდე და იმავე დღეს გაათავისუფლეს, ოღონდ 2 ოქტომბრისთვის სასამართლოში დაიბარეს. ნავალნისა და ვოლკოვის ადმინისტრაციულ საქმეებზე გადაწყვეტილება მიიღო მოსკოვის სხვადასხვა სასამართლომ. ლეონიდ ვოლკოვმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, ხოლო ალექსეი ნავალნიმ ვერდიქტს უწოდა „საიუბილეო საჩუქარი პუტინისთვის“. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, 7 ოქტომბერს შეიკრიბონ მიტინგზე სანქტ-პეტერბურგში. 7 ოქტომბერი პუტინის დაბადების დღეა.

XS
SM
MD
LG