Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჩავა ორი ტრაგედიის ადგილას: პუერტო-რიკოსა და ლას-ვეგასში


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავა ორი ტრაგედიის ადგილას: პუერტო-რიკოში, რომელიც მძიმედ დააზარალა ქარიშხალმა და ლას-ვეგასში, სადაც თავდამსხმელმა ავტომატური იარაღით მოკლა, სულ ცოტა, 59 ადამიანი. 3 ოქტომბერს ტრამპს ჯერ პუერტო-რიკოში ელოდებიან - ორ კვირაში მას შემდეგ, რაც კუნძულს ქარიშხალმა „მარიამ“ გადაუარა. ტრამპს ბევრი აკრიტიკებს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ მძიმე პრობლემებზე არასათანადო რეაგირებისათვის: მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, განიცდის საკვების, სასმელი წყლისა და საწვავის ნაკლებობას. დედაქალაქ სან-ხუანის მერმა კარმენ იულინ კრუსმა გააკრიტიკა კატასტროფაზე ფედერალური მთავრობის პასიური რეაგირება. საპასუხოდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ სან-ხუანის მერი „უხეირო ლიდერია“. ნათელი არ არის, შეხვდება თუ არა ტრამპი სან-ხუანის მერს პუერტო-რიკოში ვიზიტისას.

XS
SM
MD
LG