Accessibility links

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამ ამერიკელ მეცნიერს გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებისათვის


ფიზიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა სამ ამერიკელ მკვლევარს კოსმოსში წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებისათვის. შვედეთის სამეფო აკადემიამ სამშაბათს სტოკჰოლმში დაასახელა ლაურეატები: რაინერ ვაისი, ბერი ბარიში და კიპ თორნი. მათ შორის განაწილდება ფულადი ჯილდო 940 ათასამდე ევროს ოდენობით. ცნობა, რომ მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღები დააფიქსირეს, გავრცელდა 2016 წლის 11 თებერვალს. გრავიტაცია რომ ტალღებად ვრცელდება, ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინს აქვს ნათქვამი, მაგრამ მეცნიერებს 100 წელი დასჭირდათ საიმისოდ, რომ ეს პრაქტიკულად დაესაბუთებინათ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG