Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას


მოსკოვი, აშშ-ის საელჩო რუსეთში
მოსკოვი, აშშ-ის საელჩო რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი იმედოვნებს, რომ რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი ჯონ ჰანტსმენი ხელს შეუწყობს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. პესკოვმა ეს განცხადება გააკეთა 3 ოქტომბერს, ვიდრე დაიწყებოდა ცერემონია პუტინისათვის ახალი ელჩების, მათ შორის ჰანტსმენის მიერ რწმუნებათა სიგელების გადასაცემად. პესკოვმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა ურთიერთობის გაუარესებაში და აღნიშნა, რომ პუტინის აზრით, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ორივე ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.

XS
SM
MD
LG