Accessibility links

კატალონიაში საპროტესტო აქციებს მართავენ დამოუკიდებლობის მომხრეები


ბარსელონა, 2017 წლის 3 ოქტომბერი: მეხანძრეების აქცია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დროს პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად

კატალონიაში საპროტესტო აქციებს მართავენ ესპანეთისაგან ამ რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეები. მათ ქუჩები გადაკეტეს ბარსელონაში, საჯარო სექტორში დასაქმებულებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ბარსელონის საფეხბურთო კლუბმა დღევანდელი ვარჯიში გააუქმა გაფიცვის მხარდაჭერის ნიშნად. პროტესტის მიზეზია უკმაყოფილება, რომელიც მოჰყვა ესპანეთის პოლიციის მცდელობას, კატალონიაში ძალის გამოყენებით დაეხურა საარჩევნო უბნები 1 ოქტომბერს, დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის დროს. მადრიდი რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მთელი კატალონიის მასშტაბით გენერალური გაფიცვის გამოცხადება, მაგრამ მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს ესპანეთის წამყვანმა პროფკავშირებმა. კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმში მონაწილეობდა 2,2 მლნ ადამიანი და მათი 90%-ზე მეტი მიემხრო დამოუკიდებლობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG