Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ აშშ კუბას უბრძანებს შეამციროს ვაშინგტონში მდებარე საელჩოს თანამშრომლები


აშშ-ის მედიის თანახმად, აშშ აპირებს ქვეყნიდან გააძევოს ვაშინგტონში მდებარე კუბის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი - მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ ჰავანიდან გამოიყვანს თავის თანამშრომლებს, ამოუხსნელი "თავდასხმების" ციკლის ფონზე. ასოშიეიტედ პრესი და როიტერსი კონგრესში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ამ შინაარსის განცხადება შესაძლოა უკვე 3 ოქტომბერს გავრცელდეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 29 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაახლოებით 60 პროცენტით შეამცირებს კუბაში მისი საელჩოს თანამშრომლების რაოდენობას, იმ იდუმალი ინციდენტების ფონზე, რომელთა გამოც დაშავდა საელჩოს 21 მუშაკი. აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, ჰავანაში საელჩო იმუშავებს და გადაუდებელ დახმარებას გასწევს საჭიროების შემთხვევაში - მაგრამ ვიზების გაცემის პროცესი შეჩერდება. ამერიკელი გამომძიებლები, FBI-ის აგენტების ჩათვლით, ცდილობენ დაადგინონ რამ გამოიწვია საელჩოს თანამშრომლების დაშავება. მათი ჩივილები მოიცავს სმენის დაკარგვას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, გადაღლილობას და კოგნიტურ პრობლემებს.

XS
SM
MD
LG