Accessibility links

ვენესუელის პრეზიდენტი შეხვდება რუსეთის და ბელორუსიის ლიდერებს


ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომლის მთავრობის წინააღმდეგ მის ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება და რომლის შესახებაც დასავლეთის მთავრობები ამბობენ, რომ ის მზარდი ავტორიტარიზმის გზას ადგას, მიმდინარე კვირაში შეხვდება რუსეთის და ბელორუსიის ლიდერებს. კრემლი აცხადებს, რომ მადურო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსკოვში, 4 ოქტომბერს შეხვდება და მოლაპარაკება შეეხება "ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას", ისევე, როგორც საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს. ესპანეთის მედია ავრცელებს მადუროს სიტყვებს, რომ ის მიწვეულია რუსეთის ენერგეტიკულ სამიტზე - რომელიც მოსკოვში 3-7 ოქტომბერს გაიმართება. რამდენიმე წლის წინ ვენესუელა იქცა ნედლი ნავთობის უდიდეს გარე წყაროდ რუსეთის კომპანია როსნეფტისთვის - რომელიც, თავის მხრივ, ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანიას დაეხმარა მაშინ, როცა მადუროს აგვისტოში აშშ-მა სანქციები დაუწესა. მადურო აცხადებს, რომ ის 5 ოქტომბერს ბელორუსიასაც ეწვევა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG