Accessibility links

რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პრეზიდენტ პუტინს


რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა, ჯონ ჰანტსმენმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კრემლში 3 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე. იუტის შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰანტსმენი გამოცდილი დიპლომატია. კრემლში გამართულ ცერემონიაზე, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის „ამჟამინდელი დონე არ შეიძლება, დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს“. კრემლში ცერემონიის დაწყებამდე, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ელჩი ხელს შეუწყობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებას. რუსეთში ელჩად ჰანტსმენი გასული თვის ბოლოს დაამტკიცა შეერთებული შტატების სენატმა.

ჰანტსმენი რუსეთში მუშაობას იწყებს მაშინ, როცა აშშ-ში აწარმოებენ გამოძიებას იმის დასადგენად, მართლაც შეეცადა თუ არა რუსეთი, გავლენა მოეხდინა აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, და ჰქონდათ თუ არა მოსკოვთან კავშირი ტრამპის გუნდის წევრებს. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს. როგორც ჯონ ჰანტსმენმა სენატში მის დასამტკიცებლად გამართული მოსმენის დროს თქვა, ეჭვი არ არის, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის კამპანიაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG