Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი „კიდევ ერთხელ შეეცდება“ პაკისტანთან მოლაპარაკებას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი აცხადებს, რომ, სხვა ზომების ამოქმედებამდე, აშშ-ი შეეცდება კიდევ ერთხელ მოელაპარაკოს პაკისტანის ხელისუფლებას, რომელიც სავარაუდოდო დახმარებას უწევს ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო შეირაღებულ დაჯგუფებებს. ამის შესახებ მატისმა განაცხადა 3 ოქტომბერს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სადაც განაცხადა, რომ თუ პაკისტანთან მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდება, მაშინ „პრეზიდენტი ტრამპი მზად არის გადადგას ყველას საჭირო ნაბიჯები“. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით იგი მალე აპირებს ისლამაბადში ჩასვლას, თუმცა ჯეიმს მატისს თარიღი არ დაუსახელებია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აგვისტოს ბოლოს წარმოადგინა „ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია“, რომლის მიზანია თალიბებთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მოპოვება. პასუხად პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სტრატეგია ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „უშედეგო“ იქნება.

XS
SM
MD
LG