Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო საკითხების განსახილველად შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს. შეხვედრა დღეს, 16 საათზე გაიმართება პრეზიდენტის სასახლეში. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აპირებენ პრეზიდენტთან განიხილონ ორი საკითხი, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება და 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ე.წ. ბონუსის გარეშე. მანამდე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ისინი პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით, 26 სექტემბერს მიღებულ საკონსტიტუციო კანონპროექტთა პაკეტს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG