Accessibility links

ბულგარეთი, საბერძნეთი და რუმინეთი მხარს უჭერენ სერბიის გაწევრიანებას ევროკავშირში


სერბიის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი

ბულგარეთის, საბერძნეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები მხარს უჭერენ სერბიის გაწევრიანებას ევროკავშირში, რაც, მათი თქმით, ქმნის გარანტიას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის. „ყველას გვესმის, რომ სწორედ ევროკავშირშია სერბიის ბუნებრივი ადგილი“, - განაცხადა ბულგარეთს პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა 3 ოქტომბერს, შავი ზღვის ქალაქ ვარნაში, სადაც ოთხმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობისა და ასევე უსაფრთხოებისა საკითხების გარშემო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მიხაი ტუდოსე და სერბიის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც მხარს უჭერს როგორც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ისე რუსეთთან ტრადიციულ მჭიდრო თანამშრომლობას.მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისა, ვუჩიჩმა კატალონიის მიმართ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა ბლოკი, რომელმაც თავის დროზე ცნო სერბიისგან კოსოვოს გამოყოფის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG