Accessibility links

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ჩავიდა მოსკოვში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. კრემლის ინფორმაციით მადუროსა და პუტინის შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართება და ყურადღების ცენტრში იქნება ორ ქვეყანას შორის "სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში.“ ნიკოლას მადურო, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში განუწყვეტელი საპროტესტო აქციების ქვეშ უხდება საქმიანობა, რუსეთში ენერგეტიკის კვირეულის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 5 ოქტომბერს კი ბელორუსიასაც ეწვევა. რამდენიმე წლის წინ ვენესუელა იქცა ნედლი ნავთობის უდიდეს იმპორტს წყაროდ რუსეთის კომპანია როსნეფტისთვის - რომელიც, თავის მხრივ, ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანიას დაეხმარა მაშინ, როცა მადუროს აგვისტოში აშშ-მა სანქციები დაუწესა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG