Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამ მეცნიერს კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისათვის


ქიმიის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა სამ მეცნიერს კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისათვის. ეს მეცნიერები არიან შვეიცარელი ჟან დუბოშე, ამერიკელი იოახიმ ფრანკი და ბრიტანელი რიჩარდ ჰენდერსონი. შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემიის განცხადებით, „ცივი მეთოდი“, რომელიც სამეულმა განავითარა, ამარტივებს და აუმჯობესებს ბიომოლეკულების გამოსახულების მიღებას. „ამ მეთოდმა ახალ ეპოქაში გადაიყვანა ბიოქიმია“, ნათქვამია განცხადებაში. ნობელის პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო 9 მლნ შვედური კრონის (1,1 მლნ დოლარის) ოდენობით.

XS
SM
MD
LG