Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად


თურქეთში ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მათი ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ჰაკარის პროვინციაში, ირანთან საზღვრის მახლობლად. ჰაკარის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდასხმა მოაწყეს ქურთისტანის მუშათა პარტიის (პეკაკა) წევრმა ექსტრემისტებმა. გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობითვე, არიან დაჭრილები, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს. მას შემდეგ, რაც პეკაკამ 1984 წელს სეპარატისტული ამბოხება დაიწყო, ბრძოლას შეეწირა 40 ათასზე მეტი ადამიანი. თურქეთი, აშშ და ევროკავშირი პეკაკას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. 2015 წლის ივლისში ჩაიშალა ანკარისა და პეკაკას სამშვიდობო მოლაპარაკება, რის შემდეგაც ბრძოლა განახლდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში.

XS
SM
MD
LG