Accessibility links

პუტინი ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა თავის კანდიდატურას 2018 წლის არჩევნებზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა თავის კანდიდატურას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ კენჭისყრამდე ექვს თვეზე ნაკლები რჩება. ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, პუტინი მონაწილეობას მიიღებს და მეოთხე ვადითაც იოლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან რუსეთის მკაცრად გაკონტროლებულ პოლიტიკურ სისტემაში ოპონენტებს, როგორც წესი, არ ეძლევათ თავისუფლად მოქმედების საშუალება. „არამარტო ის არ გადამიწყვეტია, ვის წინააღმდეგ წამოვაყენებ კანდიდატურას - არ გადამიწყვეტია, საერთოდ წამოვაყენებ თუ არა ჩემს კანდიდატურას“, განაცხადა პრეზიდენტმა მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნლი კვირეულის დროს გამართულ სხდომაზე. პუტინმა თქვა, რომ დეკემბრის დასაწყისში გამოაცხადებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. მას არ უხსენებია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ამჟამად 20-დღიან პატიმრობას იხდის უსანქციო მიტინგების გამართვისაკენ მოწოდებისათვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG