Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები ადასტურებენ, რომ ეწინააღმდეგებიან ქურთების სახელმწიფოს შექმნა


თეირანი, 2017 წლის 4 ოქტომბერი: თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ჰასან როჰანი
თეირანი, 2017 წლის 4 ოქტომბერი: თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ჰასან როჰანი

ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების განცხადებით, მათი ქვეყნები მიმართავენ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგიონში საზღვრები არ შეიცვლება ერაყში ქურთების ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული რეფერენდუმის შემდეგ. „თურქეთს, ირანსა და ერაყს არა აქვთ არჩევანი გარდა იმისა, რომ მიმართონ სერიოზულ და აუცილებელ ზომებს რეგიონში თავიანთი სტრატეგიული მიზნების დასაცავად“, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თეირანში თურქ კოლგასთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. როჰანის დეტალებზე არ უსაუბრია, ხოლო ერდოანმა „უკანონო“ უწოდა რეფერენდუმს. ერაყში ქურთების ავტონომიურ რეგიონში 25 სექტემბერს გამართული რეფერენდუმის შემდეგ, საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 72%-ზე მეტი და მათი 92,7% პროცენტი მიემხრო რეგიონის დამოუკიდებლობას. ბაღდადი, ისევე როგორც ერაყის მეზობელი სახელმწიფოები, რომლებშიც მილიონობით ეთნიკური ქურთი ცხოვრობს, აკრიტიკებენ რეფერენდუმს და ეწინააღმდეგებიან ქურთების დამოუკიდებლობას. რეფერენდუმი ასევე გააკრიტიკეს შეერთებულმა შტატებმა, დასავლეთის სხვა ქვეყნებმა და გაერომ. ქურთი ლიდერები აცხადებენ, რომ რეფერენდუმის თემას გამოიყენებენ, რათა დაიწყოს მოლაპარაკება, საბოლოოდ, ქურთების სახელმწიფოს შექმნაზე შეთანხმების მისაღწევად.

XS
SM
MD
LG