Accessibility links

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების, ლევან იზორიას და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ გერმანიას მადლობა გადაუხადა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში უკვე არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივ მონაწილეობაზე. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ მხარდაჭერას მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. მინისტრებმა ისაუბრეს დახმარებაზე, რომელსაც გერმანია საქართველოს უწევს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. ლევან იზორიამ ურსულა ფონ დერ ლაიენს გააცნო თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც საქართველო აშშ-თან ერთად დაიწყებს 2018 წლიდან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG