Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ ჰავიჯაზე


ერაყის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჰავიჯაზე, რომელიც 2014 წელს დაიკავა რადიკალურმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ.“ ერაყელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი გათავისუფლებულია და ექსტრემისტებთან შეტაკებები გრძელდება აღმოსავლეთ და დასავლეთ გარეუბნებში. ერაყის არმიამ ამერიკელი სამხედროების დახმარებით, ჰავიჯაზე შეტევა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. სამთავრობო ძალებთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობენ შიიტების გასამხედროებული დაჯგუფებები. ივლისში, ერაყის არმიამ კონტროლი აღადგინა ქალაქ მოსულზე, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ თავისი ხალიფატის დედაქალაქად ჰქონდა გამოცხადებული. ამჟამად ერაყში ექსტრემისტების კონტროლქვეშ რჩება ერთადერთი ოლქი, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს.

XS
SM
MD
LG