Accessibility links

აშშ „ღრმადაა შეშფოთებული“ სტამბოლში მისი საკონსულოს თანამშრომლის დაპატიმრების გამო


თურქეთის და აშშ-ის დროშები

აშშ-მა განაცხადა, რომ „ღრმად არის შეშფოთებული“ თურქეთის ხელისუფალთა მიერ მის საკონსულოში, სტამბოლში დასაქმებული ადგილობრივი პირის დაპატიმრების გამო. სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დაკავებული რჩება სტამბოლის სასამართლოს საპატიმროში. მას ბრალად სდებენ კავშირს აშშ-ში მცხოვრები თურქ სასულიერო პირთან, აბდულა გიულენთან, რომელსაც ანკარა შარშანდელი წარუმატებელი პუტჩის ორგანიზატორად მიიჩნევს. სააგენტოს ცნობით, პირს, რომლის მხოლოდ ინიციალებს აქვეყნებენ, ოფიციალურად ბრალი წაუყენეს ჯაშუშობასა და თურქეთის მთავრობის დამხობის მცდელობაში. თურქეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში რწმენაა გამოხატული, რომ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. თურქეთი ვაშინგტონისგან გიულენის გადაცემას მოითხოვს. სასულიერო პირი უარყოფს გადატრიალების მცდელობასთან კავშირს. „ანადოლუს თანახმად“ გიულენთან კავშირში ყოფნის ეჭვის გამო 2 ოქტომბრის შემდეგ თურქეთში 291 პირი დააკავეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG