Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატო ცდილობს დაადგინოს, გაიყვანა თუ არა რუსეთმა მთელი ჯარი ბელორუსიიდან


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ცდილობს დაადგინოს, მთლიანად გაიყვანა თუ არა რუსეთმა ჯარები ბელორუსიიდან, გასულ თვეში ერთობლივი სამხედრო სწავლების, „დასავლეთ 2017“-ის ჩატარების შემდეგ. სტოლტენბერგმა 5 ოქტომბერს უთხრა ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, რომ ნატო ყურადღებით აკვირდებოდა სამხედრო სწავლებას, მაგრამ ჯერ ნაადრევად მიაჩნია დასკვნების გამოტანა რუსეთის ჯარების გაყვანაზე. „მნიშვნელოვანია ის, რომ ბელორუსიაში ჯარისკაცების დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ბელორუსიის მთავრობის თანხმობით. და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ გაიყვანეს მთელი ჯარი და ჩვენ ამჟამად ამას ვამოწმებთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

14-20 სექტემბრის სამხედრო სწავლებამ, რომელიც ბელორუსიასა და დასავლეთ რუსეთის ზოგ რეგიონში ჩატარდა, შეშფოთება გამოიწვია ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, რომლებიც ისედაც ხედავენ საფრთხეს რუსეთიდან, განსაკუთრებით 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ. 30 სექტემბერს მოსკოვმა უარყო უკრაინის მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლის განცხადება, რომ რუსეთმა ბელორუსიაში ჯარები დატოვა სამხედრო სწავლების დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG