Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ისევ დააკავეს ალექსეი ნავალნის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი


მოსკოვში პოლიციამ ისევ დააკავა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, ლეონიდ ვოლკოვი - სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ის საპატიმროდან გამოუშვეს. როგორც ვოლკოვის ადვოკატი ივან ჟდანოვი ტვიტერში წერს, მისი კლიენტი დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში სასამართლომ 5 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი ვოლკოვისათვის 20 დღით პატიმრობის შეფარდების შესახებ. ჯერ ნათელი არ არის, რა გახდა ვოლკოვის ხელახლა დაკავების მიზეზი. ნავალნისა და ვოლკოვს 2 ოქტომბერს მოსკოვში შეუფარდეს 20-20 დღით პატიმრობა მას შემდეგ, რაც ორივე დამნაშავედ ცნეს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისაკენ მოწოდების გამო. ნავალნის სურს თავისი კანდიდატურის წამოყენება რუსეთში 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისი მხარდამჭერები აპირებენ მთელ რუსეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარებას 7 ოქტომბერს, პრეზიდენტ პუტინის დაბადების დღეს.

XS
SM
MD
LG