Accessibility links

რუსეთში მსხვერპლი მოჰყვა მატარებლის და ავტობუსის შეჯახებას


გამომძიებლების ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო და რკინიგზის ლიანდაგზე ძრავა ჩაუქრა

სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ვლადიმირის ოლქში, სამგზავრო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად. ყაზახეთის სანომრენიშნიან ავტობუსში, რომელიც მოსკოვში მიემგზავრებოდა, იმყოფებოდა 57 ადამიანი, ძირითადად, უზბეკეთის მოქალაქეები. გამომძიებლების ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო და რკინიგზის ლიანდაგზე ძრავა ჩაუქრა. მოსკოვის რკინიგზის დეპარტამენტის განცხადებით, სარკინიგზო გადასასვლელის მორიგემ მატარებლის მემანქანეებს შეატყობინა გზაზე ბარიერის არსებობა, მემანქანემ კი საგანგებო დამუხრუჭების სისტემა გამოიყენა, თუმცა ავტობუსთან შეჯახების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან მატარებლის გასაჩერებლად მანძილი არასაკმარისი იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG