Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა პოზიტიურია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ 6 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა საბოლოო დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო კანონპროექტთა პაკეტის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ვენეციაში იმყოფება, ჟურნალისტებს აცნობა, რომ დასკვნა პოზიტიურია და „დაახლოებით შეესაბამება“ კომისიის მიერ წინასწარ გამოგზავნილ დოკუმენტს. „არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის და იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც დასკვნას წერდნენ. „მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები და აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევად გაგრძელებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საჯაროდ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

XS
SM
MD
LG