Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ისევ გახდა საჭირო მასობრივი ევაკუაცია ანონიმური სატელეფონო მუქარების გამო


2017 წლის 3 ოქტომბერი: ევაკუაცია ყაზანის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლიდან
2017 წლის 3 ოქტომბერი: ევაკუაცია ყაზანის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლიდან

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, კვლავ გახდა საჭირო მასობრივი ევაკუაცია შენობების დანაღმვის შესახებ ანონიმური სატელეფონო მუქარების გამო. როგორც იუწყებიან, მოსკოვში 1500-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს ხუთი სკოლიდან, მოსკოვის საოლქო საბჭოსა და სხვა შენობებიდან 30-მდე ანონიმური სატელეფონო ზარის შემდეგ. ასეთი მუქარები რუსეთში 10 სექტემბრიდან გრძელდება და მათ გამო უკვე ათიათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, სავაჭრო ცენტრებიდან, სასტუმროებიდან, მთავრობის შენობებიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ბომბები ვერსად იპოვეს და იმის გამო, რომ სამართალდამცველებს რამდენიმე კვირა არაფერი უთქვამთ ეჭვმიტანილებზე, ან შესაძლო მოტივებზე, მოსახლეობაში სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ. უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა 5 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დადგენილია ანონიმური სატელეფონო მუქარებში ეჭვმიტანილი ოთხი პირის ვინაობა. ბორტნიკოვის ინფორმაციით, ოთხივე რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ უცხოეთში ცხოვრობს და ჰყავს თანამზრახველები რუსეთში. მას არ დაუსახელებია ეჭვმიტანილების ვინაობა და არაფერი უთქვამს მათ შესაძლო მოტივზე.

XS
SM
MD
LG