Accessibility links

ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ბოდიში მოუხადა კატალონიელებს პოლიციის ძალადობის გამო


ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ენრიკ მილომ ბოდიში მოუხადა კატალონიელებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დროს პოლიციის მხრიდან ძალადობის გამო. ამ საკითხზე მან ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. მილოს თქმით, პოლიციელებს მიღებული ჰქონდათ დავალება, შეეჩერებინათ რეფერენდუმი, რომელიც უკანონოდ მიაჩნია ესპანეთის მთავრობას. როგორც მილომ აღნიშნა, შეტაკებების მიზეზი გახდა კენჭისყრის მონაწილეების აგრესიული მოქმედება. 1 ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმის დროს, პოლიციამ დაბლოკა საარჩევნო უბნების ნაწილი და გამოიტანა საარჩევნო ბიულეტენები და ყუთები. ბარსელონაში სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დაპირისპირებისას დაშავდა ასობით ადამიანი. ესპანეთის მთავრობა უარყოფს ძალადობის ბრალდებას. რეფერენდუმის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ კენჭისყრა ჩატარდა აუცილებელი ნორმების დაუცველად და კენჭისყრამდე კატალონიაში მიმდინარეობდა აგიტაცია დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ისე, რომ არ გამართულა ოპონენტების კამპანია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG