Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ ძალაში დატოვა ალექსეი ნავალნისთვის შეფარდებული სასჯელი


რუსეთში სასამართლომ უარყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სარჩელი მისთვის 20-დღიანი პატიმრობის შეფარდების წინააღმდეგ, ხოლო პოლიციამ გაჩხრიკა ნავალნის საარჩევნო კამპანიის მოსკოვის ოფისი. თავის მხრივ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მხარდამჭერებს მოუწოდებს 7 ოქტომბერს მთელი რუსეთის მასშტაბით საპროტესტო აქციების ჩატარებისაკენ. 7 ოქტომბერი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეა. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 6 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა ქვემო ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი არასანქცირებულ სანქციებში მონაწილეობისაკენ მოწოდებისათვის ნავალნისთვის 20-დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, პოლიციელები ჩხრეკის ორდერით შევიდნენ ნავალნის საარჩევნო კამპანიის მოსკოვის ოფისში. პოლიციელების განმარტებით, ჩხრეკა უკავშირდება გამოძიებას, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ ნავალნის საარჩევნო კამპანიის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელს, ნიკოლაი ლიასკინს.

XS
SM
MD
LG