Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი იმუქრება ამერიკული მედიის შეზღუდვით, მიანიშნებს აშშ-ში RT-ს შეზღუდვაზე


Generic – Technology at home: close up view of woman reading fake news on the computer
Generic – Technology at home: close up view of woman reading fake news on the computer

კრემლი კიდევ ერთხელ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შესაძლოა რუსეთში შეიზღუდოს აშშ-ის ზოგიერთი მედიასაშუალების მოქმედება, იმ გავრცელებული ცნობების პასუხად, რომ აშშ-ში ზეწოლა ხორციელდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიაზე. "ცხადია, რომ ამ გახანგრძლივებული ზეწოლის, ჩვენი მედიის თავისუფლად მუშაობის უფლების გახანგრძლივებული დარღვევის ფონზე, ვერ გამოვრცხავ ზომების მიღებას, საპასუხო ნაბიჯების პრინციპის გათვალისწინებითო" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 6 ოქტომბერს. პესკოვის განცხადებების ფონია რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ამავე საკითხზე მანამდე გამოთქმული მუქარა და ჩივილი. აშშ-ში იძიებენ რუსეთის სულ მცირე ორი მედიასაშუალების მუშაობას - სატელიტური ტელეარხის, RT-ს და ახალი ამბების ვებსაიტის, სპუტნიკის. RT-ს, რომელსაც რუსეთის მთავრობა აფინანსებს, აშშ-ის საგამოძიებო ანგარიშში ბრალად ედებოდა ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ყოფნა, რითიც კრემლი შეეცადა გავლენა მოეხდინა აშშ-ში გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ ვაშინგტონში მატულობს მოწოდებები RT და სპუტნიკი რეგისტრაციაში გატარდნენ იმ 79 წლის ისტორიის მქონე კანონის შესაბამისად, რომელიც თავდაპირველად ნაცისტური პროპაგანდის შეზღუდვის მიზნით შემოიღეს. საბჭოთა ეპოქაში გარკვეული რუსულენოვანი მედია, მათ შორის გაზეთი პრავდა და სააგენტო ტასი, უცხოეთის აგენტებად იყო რეგისტრირებული.

XS
SM
MD
LG