Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი


ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მისი ავტომანქანის "კამაზის" ტიპის სატვირთო მაქანასთან შეჯახებას ემსხვერპლა ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 38 წლის ტემირ ჯუმაკადიროვი. ინფორმაცია ყირგიზეთის მთავრობამ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას. დაიღუპნენ ასევე ჯუმაკადიროვის თანაშემწე და მისი მანქანის მძღოლი. ჯუმაკადიროვს პრემიერ-მინისტრ საფარ ისაკოვისგან დავალებული ჰქონდა ეხელმძღვანელა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 15 ოქტომბერს დანიშნული საპრეზდიენტო არჩევნებისთვის, სადაც პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის შემცვლელი უნდა აირჩიონ. ჯუმაკადიროვმა ეს დავალება მიიღო მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს არჩევნების ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოართვეს ვიცე-პრემიერ დუშენბეკ ზილალიევს, რომელიც სამხრეთის ქალაქ ბატკენში საჯარო მოსამსახურეებს მოუწოდებდა ხმა მიეცათ ყოფილი პრემიერისთვის, სორონბაი ჯენბეკოვისთვის - მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატიისთვის. ატამბაევს, რომელიც პრეზიდენტი 2007 წელს გახდა, კონსტიტუცია უკრძალავს მეორე ვადით კენჭისყრას.

XS
SM
MD
LG