Accessibility links

პაკისტანში 24-მდე გაიზარდა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი


პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, 24-მდე გაიზარდა ქვეყნის სამხრეთდასავლეთში, სუფიურ ტაძარში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა, მას შემდეგ, რაც ღამის განმავლობაში საავადმყოფოში ოთხი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა 5 ოქტომბერს მოხდა, ღალ მაგსის რეგიონში - რომელიც ბალოჩისტანის პროვინციის დედაქალაქ ყეტადან 300-მდე კილომეტრითაა დაშორებული. მკურნალობას გადის კიდევ 20-ზე მეტი მხვერპლი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ". ამავე ტაძარში თავდასხმა მოხდა 2005 წელსაც, მაშინ დაიღუპა 35 ადამიანი. თებერვალში "ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა იკისრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ იერიშზე სინდჰის პროვინციაში სუფიურ ტაძარში, რომელსაც 88 ადამიანი ემსხვრეპლა. სუფიზმი წარმოადგენს ისლამის მიმდინარეობას, რომელიც ეყრდნობა მისტიურ, შინაგან რწმენას და რიტუალებში მუსიკას იყენებს. ფუნდამენტალისტური "ისლამური სახელმწიფო" მას მწვალებლობად მიიჩნევს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG