Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ერთიანობის მხარდამჭერ აქციაში


მადრიდის და ბარსელონის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გავიდა 7 ოქტომბერს, რათა მონაწილეობა მიეღო ერთიანი ესპანეთის მხარდამჭერ აქციაში. დემონისტრანტები გამოვიდნენ მოწოდებით გაიმართოს მოლაპარაკება იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოიწვია კატალონიაში ჩატარებულმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმმა. აქციების ერთიანი ლოზუნგი იყო "ვილაპარაკოთ?", რომელიც ესპანეთის პოლიტიკოსებს მიემართებოდა. ორგანიზატორებმა მონაწილეებს სთხოვეს აქციებზე არც ერთი დროშა არ მიეტანათ და თეთრი ფერის სამოსი ჩაეცვათ. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით "ესპანეთი უკეთესია, ვიდრე მისი პოლიტიკოსები" და "ვილაპარაკოთ". კატალონიაში ექვსი დღის წინ ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელიც ცენტრალურმა მთავრობამ უკანონოდ გამოაცხადა და უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა. კატალონიის ხელისუფლების თქმით, ესპანეთისგან გამოყოფას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილე 2,26 მილიონი მოქალაქის დაახლოებით 90-მა პროცენტმა. ოფიციალური ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 5.34 მილიონი ამომრჩევლის დაახლოებთ 42-მა პროცენტმა.

XS
SM
MD
LG