Accessibility links

უკრაინის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი ბელგრადში შეხვდა კრემლის თანაშემწეს


Teaser -- Vladislav Surkov and Kurt Volker special representative of the U.S. in Ukraine

აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დასრულების საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი 7 ოქტომბერს ბელგრადში შეხვდა კრემლის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, მათ ისაუბრეს "უკრაინის კრიზისის დასრულებაზე". დაჩიჩს დეტალები არ დაუზუსტებია. ვოლკერმა 5 ოქტომბერს ტვიტერით დაწერა, რომ 7-ში სურკოვს შეხვდებოდა და ისაუბრებდა "მინსკის ხელშეკრულების გაძლიერების და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე". მინსკის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის თებერვალში, ის ითვალისწინებს ზავს და განსაზღვრავს ნაბიჯებს, რომლებმაც კონფლიქტი უნდა დაასრულოს - თუმცა ხელშეკრულება დიდწილად შეუსრულებელი რჩება. 7 ოქტომბრის შეხვედრა მეორეა ვოლკერს და სურკოვს შორის. სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი წარმომადგენელია უკრაინის კონფლიქტის საკითხებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG