Accessibility links

ბაქოში ოპოზიციის აქტივისტებმა გამართეს კორუფციის საწინააღმდეგო დემონსტრაცია


ბაქოში ოპოზიციის მომხრე ასობით აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ გაიმართა. 7 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფს აერთიანებს. ბაქოს პოლიციის ცნობით, აქციაში მონაწილეობა 1200-მდე მოქალაქემ მიიღო. აზერბაიჯანის სააგენტო "ტურანი" იუწყება, რომ ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა იასამალის რაიონის სტადიონზე გამართულ აქციაში. პროტესტანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "დასრულდეს კორუფცია" და "თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს". აქციაზე ინციდენტები არ მომხდარა. აქტივისტები აზერბაიჯანის მთავრობას ადანაშაულებენ ზეწოლის განხორციელებაში ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე და ადამიანის უფლებების დამცველებზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG