Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: 7 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულები გათავისუფლდნენ


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გათავისუფლებულია ყველა დემონსტრანტი, რომლებიც დააკავეს 7 ოქტომბერს, უსანქციო აქციებში მონაწილეობისთვის. აქციები დემონსტრანტებმა დაამთხვიეს ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს. სამინისტროს ცნობით, საერთო ანგარიშით დააპატიმრეს 136 მოქალაქე, ქვეყნის გარშემო 26 უკანონო აქციაში მონაწილეობისთვის. სამინისტრო აცხადებს, რომ დემონსტრანტებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 71 ბრალდება წაუყენეს და დაკავებულთაგან 60 პირი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. თუმცა ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრების შემთხვევებს, ამბობს, რომ სულ მცირე 271 მოქალაქე დააკავეს აქციებზე. მოსკოვში დაფუძნებული ჯგუფი, OVD-Info აცხადებს, რომ სულ მცირე 62 მოქალაქე სანკტ-პეტერბურგში დააკავეს - მათ შორის რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის კამპანიის კოორდინატორი, მიხაილ სოსინი და კამპანიის ადვოკატი, დენის მიხაილოვი. ასევე დააკავეს ნავალნის კამპანიის კოორდინატორები პერმში, ტვერში და სტავროპოლში, სხვა ბევრ აქტივისტთან ერთად, რომლებიც მოითხოვდნენ ნავალნის მიეცეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG