Accessibility links

რუსეთში აშშ-ის ელჩი: უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში


რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობაში გადამწყვეტი საკითხი იქნება უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჯონ ჰანტსმენი ელჩი ხდება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის პირობებში. სალტ ლეიკ სიტიში სიტყვით გამოსვლისას ჰანტსმენმა განაცხადა, რომ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა დასძინა, რომ საამისოდ პირველი ნაბიჯი იქნებოდა მოსკოვის მხრიდან უკრაინისთვის კონტროლის დაბრუნება, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. "ეს საკითხი დგას არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ევროპასთან, კანადასთან და პრაქტიკულად ყველა სხვა განვითარებულ ქვეყანასთანო", განაცხადა ჰანტსმენმა. მოსკოვმა ანექსირება უყო უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულს და სეპარატისტებს უმაგრებს ზურგს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ომს 2014 წლის შემდეგ 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG