Accessibility links

ტრამპი: აშშ საელჩოს ჯერჯერობით არ გადაიტანს იერუსალიმში


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ შეასრულებს დაპირებას ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე. ამასთან, ტრამპმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა თავისი გეგმები ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებასთან მიმართებით. ყოფილი რესპუბლიკელი გუბერნატორის, მაიკ ჰაკაბის ტელეგადაცემაში ტრამპმა 7 ოქტომბერს თქვა, რომ გადადებს საელჩოს გადატანის საკამათო გეგმას, სანამ ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის სამშვიდობო შეთანხმებისთვის კიდევ ერთხელ დაიწყება მუშაობა. "მინდა ჯერ ამ პერსპექტივას დავაცადო, სანამ საელჩოს გადატანაზე ვიფიქრებო", უთხრა ტრამპმა სამაუწყებლო ქსელ TBN-ს. ტრამპმა დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიღება შორეულ წარსულში არ გადაიდება. რაც ეხება ირანს, ტრამპმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა თავისი გეგმები ბირთვულ შეთანხმებასთან მიმართებით, თუმცა თქვა, ამ შეთანხმებით ძალიან უკმაყოფილო ვარ და ასევე უკმაყოფილო ვარ "მათი დამოკიდებულებითო". ტრამპმა დასძინა "შეთანხმების სულისკვეთება არ არის. ... ისინი პირდაპირ იწვევენ პრობლემებს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთშიო."

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG