Accessibility links

ირანის რევოლუციის საბჭოს ხელმძღვანელი მიანიშნებს სარაკეტო თავდასხმაზე, თუ აშშ ირანს სანქციებს აღუდგენს


ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა საბჭოს ხელმძღვანელი მიანიშნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალები შესაძლოა ირანის სარაკეტო თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, თუ აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. მოჰამად ალი ჯაფარის სიტყვებს ავრცელებს ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA: "თუ ახალი სანქციები ამოქმედდება", აშშ-მა "თავისი რეგიონული ძალები ირანიდან 2000 კილომეტრის რადიუსში უნდა გადაიყვანოს". ჯაფარი იქვე დასძენს, რომ 2000 კილომეტრი ირანის რაკეტების მოქმედების სპექტრია. ჯაფარის განცხადებების ფონია მედიის მიერ გავრცელებული ცნობები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს სტატუსი მოუხსნას ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა 2015 წელს მიაღწიეს ირანთან - ტრამპიო გამოაცხადებს, რომ შეთანხმება არ პასუხობს აშშ-ის ინტერესებს. ტრამპის მხრიდან ამგვარი ნაბიჯის შემთხვევაში რესპუბლიკელთა კონტროლის ქვეშ მყოფ კონგრესს 60 დღე მიეცემა გადაწყვეტილების მისაღებად ირანისთვის იმ სანქციების აღდგენაზე, რომლებიც მას შეთანხმების თანახმად მოეხსნა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG