Accessibility links

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი 9 ოქტომბერს ერთდღიანი ვიზიტით ეწვევა უკრაინას. ის და უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო უხელმძღვანელებენ დისკუსიას თურქეთისა და უკრაინის ურთიერთობის სტრატეგიის შესახებ. თურქეთის ცნობით, ერდოანი ასევე შეხვდება უკრაინის პარლამენტის სპიკერს, ანდრეი პარუბის და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანს. განხილვის საგანი იქნება ორმხრივი ურთიერთობა და რეგიონული საკითხები, ხელი მოეწერება რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს. ერდოანის ოფისის ცნობით, მხარეები გაცვლიან შეხედულებებს "ყირიმის საკითხზე და ყირიმელი თათრების მდგომარეობაზე".

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG