Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და თურქეთმა ერთმანეთის მოქალაქეებს ვიზების გაცემა შეუჩერეს


აშშ-მა შეაჩერა თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, გარდა საიმიგრაციო ვიზებისა. ანკარაში, აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზა არ გაიცემა, სანამ ვაშინგტონი არ დარწმუნდება, რომ თურქეთი კვლავაც უზრუნველყოფს ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა უსაფრთხოებას. საპასუხოდ, თითქმის ასეთივე შინაარსის განცხადება გაავრცელა თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში. გასულ კვირაში, პოლიციამ სტამბოლში დააკავა აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი, რომელსაც თურქეთი ადანაშაულებს შარშანდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ, ფეტულა გიულენთან კავშირში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ბრალდებას დაუსაბუთებელი უწოდა და განაცხადა, რომ თურქეთის მსგავსი ქმედება აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

XS
SM
MD
LG