Accessibility links

ბოსნიის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მუსლიმების ყოფილი სამხედრო მეთაური


ბოსნია-ჰერცეგოვინაში სასამართლომ უდნაშაულოდ ცნო 1990-ანი წლების კონფლიქტის დროს ბოსნიელი მუსლიმების სამხედრო მეთაური ნასერ ორიჩი, რომელსაც წაყენებული ჰქონდა ომის დანაშაულთა ბრალდება. სარაევოს სამხედრო დანაშაულთა სასამართლომ 50 წლის ორიჩი, კერძოდ, უდანაშაულოდ ცნო 1992 წელს სარაევოს მახლობლად სამი ეთნიკური სერბი სამხედრო ტყვის მკვლელობის საქმეზე. სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო ბოსნიის არმიის ჯარისკაცი საბაჰუდინ მუჰიჩი. ვერდიქტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად სერბი მსხვერპლის ნათესავებმა სასამართლოს დარბაზი დატოვეს. ბევრი ბოსნიელი ორიჩს მიიჩნევს გმირად ბოსნიის 1992-95 წლების ომის დროს მუსლიმების დაცვისათვის. ამ ომში 100 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს. ჰააგის სასამართლომ, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში 1990-ანი წლების ომების დროს ჩადენილ დანაშაულებზე მუშაობს, ორიჩს 2006 წელს მიუსაჯა ორი წლით პატიმრობა სერბი ტყვეების მკვლელობისა და არაადამიანიური მოპყრობის შესაჩერებლად უმოქმედობისათვის, მაგრამ ის მაშინვე გაათავისუფლეს, რადგან უკვე მოხდილი ჰქონდა ორ წელი ციხეში. 2008 წელს გაეროს სასამართლოს სააპელაციო პალატამ გააუქმა ვერდიქტი და ორიჩი გაამართლა. საპასუხოდ სერბიამ 2014 წელს გამოსცა მისი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი 1992 წელს სრებრენიცასთან ცხრა სერბი სამოქალაქო პირის მკვლელობის საქმეზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG