Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი „მკვეთრად“ შეზღუდავს ავღანეთში თავის საქმიანობას


ავღანეთი: ქაბულში წითელი ჯვრის ოფისთან
ავღანეთი: ქაბულში წითელი ჯვრის ოფისთან

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ „მკვეთრად“ შეზღუდავს ავღანეთში თავის საქმიანობას წელს თავდასხმების შედეგად შვიდი თანამშრომლის დაღუპვის შემდეგ. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ეს ცნობა 9 ოქტომბერს გაავრცელა. წითელი ჯვარი 30 წელიწადზე მეტი ხანია მუშაობს ავღანეთში, სადაც წარმოდგენილია სიდიდით მეოთხე ჰუმანიტარული პროგრამით. წითელი ჯვრის განცხადება ხაზს უსვამს ომით დაზარალებულ ქვეყანაში ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის ვითარების გაუარესებას. ავღანეთში წითელი ჯვრის ხელმძღვანელმა, მონიკა ზანარელიმ ქაბულში ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმიანობის მკვეთრად შეზღუდვა შეეხება, უწინარეს ყოვლისა, ოპერაციებს ჩრდილოეთ ავღანეთში, სადაც მაზარ-ი-შარიფსა და კუნდუზში მდებარე ობიექტები ან დაიხურება, ან კიდევ შეიკვეცება. ზანარელის განმარტებით, წითელი ჯვარი არ „ტოვებს“ ავღანეთს, მაგრამ აუცილებელია ორგანიზაციის საქმიანობის გადასინჯვა მეტი დანაკარგის თავიდან ასაცილებლად.

XS
SM
MD
LG