Accessibility links

რუსეთში აღნიშნავენ მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის დაბადების დღეს


რუსეთში ნათესავები, მეგობრები და თანამოაზრეები აღნიშნავენ მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის დაბადების დღეს. 9 ოქტომბერს მას 58 წელი შეუსრულდებოდა. ოპოზიციური ჯგუფების, „სოლიდარობისა“ და „პარნასის“ აქტივისტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აპირებენ მოსკოვში ნემცოვის საფლავზე მისვლას და იქიდან გაეშურებიან კრემლის მახლობლად მდებარე ხიდისაკენ, სადაც პოლიტიკოსი მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს. ნემცოვი - რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტაჟიანი ოპონენტი - მკვლელობის დროს იყო იაროსლავლის ოლქის დეპუტატი და ოპოზიციური „პარნასის“ თანათავმჯდომარე. ივლისში მოსკოვის სასამართლომ ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო ხუთი ჩეჩენი და მათ მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ნემცოვის ახლობლები და თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ მისი მკვლელობა გავლენიან ოფიციალურ პირებს ჰქონდათ შეკვეთილი და საჭიროა ამ პირების ვინაობის დადგენა, რასაც მათი გასამართლება უნდა მოჰყვეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG