Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატოს არ სურს „ახალი ცივი ომი“ რუსეთთან


2017 წლის 9 ოქტომბერი: ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას
2017 წლის 9 ოქტომბერი: ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს არ სურს „ახალი ცივი ომი“ რუსეთთან. ეს განცხადება სტოლტენბერგმა გააკეთა ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანი სესიის ბოლოს. მან ახსენა რუსეთისა და ბელორუსიის ერთობლივი სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017“, რომელიც სექტემბერში ჩატარდა და თავი მოუყარა ათასობით ჯარისკაცს ნატოს აღმოსავლელი წევრების საზღვრებთან. ნატოელ მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს რუსეთის ნაბიჯები, განსაკუთრებით, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. სტოლტენბერგმა ამავე დროს აღნიშნა, რომ რუსეთი ნატოს მეზობელია და ნატოს არ სურს მისი „იზოლირება“, არ სურს „ახალი ცივი ომი“. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა გაააქტიურა საჰაერო პატრული შავ ზღვაზე „უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ“. ამასთან, რუმინეთში მოქმედება დაიწყო ახალმა მრავალეროვნულმა ჯარმა, რაც ცხადდება მორიგ ზომად ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის დასაცავად.

XS
SM
MD
LG