Accessibility links

პუტინის ბრძანებულებით, უცხოელებსაც შეუძლიათ იმსახურონ რუსეთის არმიაში უცხოეთის მისიების დროს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც დაშვებულად ცხადდება რუსეთის არმიაში კონტრაქტის საფუძველზე დასაქმებული უცხოელების მონაწილეობა საზღვარგარეთ სამხედრო მისიებში. ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს, 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ცვლილებების მიხედვით, დაშვებულია, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც კონტრაქტორებად მსახურობენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, საზღვარგარეთ გაიგზავნონ „რუსეთის სამშვიდობო და კონტრტერორისტულ ოპერაციებში“ მონაწილეობის მისაღებად. პუტინმა 2003 წელს მოაწერა ხელი კანონს რუსეთის არმიაში უცხოეთის მოქალაქეების ჯარისკაცებად, მეზღვაურებად, სერჟანტებად, მაგრამ არა ოფიცრებად დასაქმების შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, ჰყავს თუ არა გაგზავნილი რუსეთის არმიაში დასაქმებული უცხოელები სირიაში, სადაც მოსკოვი 2015 წლის სექტემბრიდან სამხედრო დახმარებას უწევს ქვეყნის მმართველ რეჟიმს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG