Accessibility links

გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს


საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი არ მოაწერა და ექვსი მოტივირებული შენიშვნით, დოკუმენტი უკან დაუბრუნა საკანონმდებლო ორგანოს. „მე იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტის მხარდაჭერით საქართველოს ექნება თანხმობის პროექტი“ , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გაკეთებული საგანგებო მიმართვის დროს. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს დროს იხელმძღვანელა როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, ისე ოპოზიციური პარტიების მოტივირებული შენიშვნებით. როგორც ცნობილია, მმართველი გუნდის ორი ახალი ინიციატივა ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას და 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას ე.წ. ბონუსის გარეშე, რათა მანდატები პროპორციულად განაწილდეს პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე, რომელიც მიიღებს ხმების 5 %-ზე მეტს. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების უმთავრესი მოთხოვნაა 2020 წლისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG